„გენდერული თანასწორობა“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები საინტერესო პროექტს ახორციელებენ
30-10-2023

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტულმა სწავლებამ საგან მოქალაქეობაში მე-10 კლასის მოსწავლეთა ძალიან დიდი ინტერესი და ენთუზიაზმი გამოიწვია. 

მათ აირჩიეს პროექტი - „გენდერული თანასწორობა“. შექმნეს საინიციატივო ჯგუფი, გაწერეს პროექტი, გაინაწილეს დავალებები.

პირველ ეტაპზე მოაწყვეს პროექტის წარდგენა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებს დაგეგმილი აქვთ ძალიან საინტერესო აქტივობები, რომელსაც ეტაპობრივად განახორციელებენ.

მოსწავლეთა მოქალაქეობის მასწავლებელი თამილა თუთბერიძე გახლავთ, კლასის დამრიგებელი კი ლელა მანდარიაა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203