ვალდებულია თუ არა მასწავლებელი საგნის სილაბუსი შექმნას - განმარტება
31-10-2023
უნდა მოიცავდეს თუ არა სასკოლო სასწავლო გეგმა საგნების სილაბუსებს? - აღნიშნულ კითხვაზე პასუხს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გვერდის განყოფილებაში იხილავთ.
სილაბუსების მომზადება სკოლის მასწავლებლებს არ მოეთხოვებათ, რადგან ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ პროგრამებში მოცემულია წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები კლასების მიხედვით. ეროვნული სასწავლო გეგმის არცერთ მუხლში არ არის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ მასწავლებლებს მოეთხოვებათ სილაბუსების შექმნა. შესაბამისად, ასეთი მოთხოვნა არც სკოლების ავტორიზაციის დოკუმენტაციაში არ არის.
სილაბუსების დაწერა სავალდებულოა პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალისთვის, რადგან მათ არ გააჩნიათ ეროვნული სასწავლო გეგმა.
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს