კარწახის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს
27-10-2023

სეროფე ბენგოიან-ლევონიანის ,,ჯივანის” სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლის პირველკასელთათვის, საანბანო პერიოდი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო. 

მოსწავლეები, მშობლიური ენის ასო-ბგერების შესწავლას დიდი ხალისით, ამაღლებული მოტივაციითა და შემართებით შეუდგნენ. 

კლასში მრვალფეროვანი აქტივობები გაიმართა, რამაც მოსწავლეებისთვის ანბანის შემობრძანება უფრო მრავალფეროვანი და სახალისო გახადა. 

სკოლაში, კლასის ხელმძღვანელს საინტერესო ღონისძიებისთვის მადლობას უხდიან და აღნიშნავენ, რომ ეს მისი აქტიურობისა და ხარისხიანი პედაგოგიური მოღვაწეობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. 

„პირველკლასელები უკვე ეზიარენ ანბანს, მშობლიური ენის საანბანეთში შეადგეს პირველი ნაბიჯი და ეს გზა, იქნება წარმატებისკენ მიმავალი. გილოცავთ ბავშვებო! ქალბატონი აზნივი, ვისი ფრთის ქვეშ იწრთობიან ეს პატარები, არაერთი საინტერესო და შემოქმედებითი ღონისძიების ავტორია. ამ დღემ, ეს ნათლად აჩვენა მისით მადლიერ კოლეგებსა და მშობლებს!“ - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203