ნინოწმინდის N1 სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს ღონისძიება მიუძღვნეს 
27-10-2023
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგთა შრომა და ღვაწლი დაფასებულია. 

სწორედ ამიტომ, სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. 

სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ სუსანნა ჰამბარიანის ხელმძღვანელობით ეს დღე ღონისძიებით აღნიშნეს. ბავშვებმა მასწავლებლის პროფესიის შესახებ ისაუბრეს, პედაგოგების ღვაწლი აღნიშნეს, ბოლოს კი მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

ეს დღე ემოციური, საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერი, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე მასწავლებლის ეროვნულ დღედ გამოცხადდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203