
სეროფე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის” სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლაში, მასწავლებლის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა.
მე-6 კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელთან - სათენიკ ვარდერესიანთან ერთად, ულამაზესი დღე აჩუქეს მასწავლებლებს.
მოსწავლეებმა, თავიანთი ემოციური სიტყვებით, ლექსებით, ცეკვებით, სიმღერებით მოეფერნენ საყვარელ პედაგოგებს და აღუთქვეს, რომ ღირსეულ მამულიშვილებად გაიზრდებიან.
სკოლაში, უხარიათ, რომ მოსწავლეები ხედავენ, გრძნობენ და აფასებენ მასწავლებლების როლსა და ღვაწლს.
„იყო მასწავლებელი - რას შეიძლება შეადარო ეს სიტყვა?... ალბათ, სიყვარულს, იმ სიყვარულს, რომელიც დაიტევს მთელ სამყაროს... გვიყვარს, ვაფასებთ, ვიხსენებთ და უზომოდ მადლიერი ვართ თითოეული გათენებული ღამისთვის, ბეწვის ხიდზე, რომ გადის ყოველ დღე, სწორი ღირებულებით აღზრდისთვის და ვინ ჩამოთვლის კიდევ მათ საქმეებს... სასიხარულოა, რომ მოსწავლეები ხედავენ, გრძნობენ, აფასებენ მასწავლებლებს. მათ მადლიერებაში ბევრი სიტყვით უთქმელი ემოციაცაა, რასაც თვალები ამბობენ...“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: