
„მასწავლებლის პროფესია მოითხოვს სრულ თავდადებას“ - ამ სიტყვებით დაიწყო აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა უღრმესი მადლიერება, სითბო და სიყვარული გამოხატეს აღმზრდელი პედაგოგებისადმი.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა, საყვარელ პედაგოგებს, ეს დღე ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.
ღონისძიება ემოციებით დატვირთული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის.
„მადლობა იმ დიდი შრომისთვის, რასაც პედაგოგობა ჰქვია!“, - ღონისძიების დასასრულიც, გულითადი მადლობითა და პატივისცემით დაგვირგვინდა.
იხილეთ ფოტო: