
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პოეზიის სიყვარულს უღვივებენ. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის ბიბლიოთეკაში ანა კალანდაძის პოეზიის საღამო მოეწყო, რომელშიც მე-6 კლასელები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს, მის ბიოგრაფიას უკეთ გაეცნენ და ცოდნა გამოავლინეს.
ბავშვებმა პოეზიის საღამოზე შემოქმედებითი ნიჭი, უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და ემოციური იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ვიდეო: