გეტას საჯარო სკოლის 11 მოსწავლეს „ეტალონის“ სპეციალური სიგელი მიენიჭა
27-10-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას საჯარო სკოლის 11 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეებს -აზერ ჯალილოვს (კლასი: VIII), ორუჯ ბაირამოვს (კლასი: VIII), საჰარ აბდულაევას (კლასი: VIII), მუხტარ თანრივერდიევს (კლასი: VIII), სემა ახმედოვას (კლასი: VIII), ელჩინ ისრაფილოვს (კლასი: X), ნურლან ნამაზოვს (კლასი: X), მათანათ ისრაფილოვას (კლასი: X), ანეტა გაჯიევას (კლასი: XI), გურბანალი ნაბიევს (კლასი: XI) და ჯეირან ალიევას (კლასი: VIII) „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი სიგელები მიენიჭათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის შემოდგომის პერიოდის კონკურსები დაიწყო. პროექტი ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
კონკურსის პირველი ეტაპი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის 25 ოქტომბერს ჩატარდა.