წალენჯიხის N6 სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების პერსონაჟები როლური თამაშებითა და დიორამით „გააცოცხლეს“
წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში დიდი პედაგოგისა და „დედა ენის“ ავტორის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, საინტერესო აქტივობები ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ აქტივობებში განსაკუთრებულად დაწყებითი კლასების პედაგოგებმა: ია შანავამ, ეკატერინე ციმინტიამ და თინათინ შანავამ იაქტიურეს.
„მათ როლური თამაშებითა და დიორამით გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების პერსონაჟები“, - აღნიშნავენ სკოლაში.
საბაზო საფეხურის მოსწავლეთათვის კი ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, ლიტერატურული საღამო - „ჩემი საყვარელი წიგნი“ მოეწყო, რომელსაც მასწავლებელი ასმათ ხარჭამაძე ხელმძღვანელობდა.
„პოეზიის საღამოზე მოსწავლეებმა ერთმანეთს წინა თვეში წაკითხული წიგნების დედააზრი გაუზიარეს“, - ამბობენ სკოლაში.
აქტივობაში ბავშვები დიდი ინტერესითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.
სკოლის დირექცია ღონისძიების ხელძღვანელ პედაგოგებსა და მასში მონაწილე მოსწავლეებს მადლობას უხდის.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: