
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის პირველ კლასში „ანბანის შებრძანება“ დიდი პედაგოგისა და „დედაენის“ ავტორის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს დაემთხვა.
ამ დღესთან დაკავშირებით, 1-ელ კლასში ღონისძიება ჩატარდა, რომლის ხელმძღვანელი და ორგანიზატორი პედაგოგი თამუნა ლოხიშვილი გახლდათ.
ღონისძიება დატვირთული იყო საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
ბავშვებმა, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, „პირველი ხელნაწერი“ - „ია“ მონდომებით შეასრულეს.
მოსწავლეთათვის ღონისძიება საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: