„ცოდნასფერი შემოდგომა“ - შთამბეჭდავი ღონისძიება კერძო სკოლა „ცოდნაში“
27-10-2023

„ცოდნაში მაგარი ამბებია“ - სიხარულით გვამცნობს თბილისის კერძო სკოლა „ცოდნა“, სადაც „ცოდნასფერი შემოდგომა“ დამდგარა. 

სკოლაში, მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება - „ცოდნასფერი შემოდგომა“, გაიმართა, რომელიც შთამბეჭდავი აქტივობებით იყო დატვირთული. 

სასკოლო გარემო საშემოდგომო დეკორაციებით მოირთო და ყველა კუთხეში, ოქროსფერი შემოდგომის მოტივები იგრძნობოდა. 

მოსწავლეები ქართულ ტრადიციებს ეზიარნენ, საშემოდგომო კულტურას გაეცნენ და დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ

სასკოლო საზოგადოება და განსაკუთრებით, სკოლის დირექტორი - ნაზი ნადირაძე, თითოეულ მოსწავლეს, მშობელსა და თანამშრომელს, გაწეული თანადგომისა და შრომისათვის მადლობას უხდის. 

„გახდი ცოდნელი“, „ცოდნაში მაგარი ამბებია!“ - ამ გზავნილებით დასრულდა ღონისძიება სკოლაში, რომლისგან მიღებული ემოციებიც დიდი ხანი გაჰყვებათ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203