„მადლობა, ერთგულებისთვის!“ -„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ დირექციამ მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა
27-10-2023

დღეს მასწავლებლის ეროვნული დღეა. „ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში“ პედაგოგის როლი და ღვაწლი დაფასებულია. დირექცია პედაგოგთა შრომას, ყურადღების მიღმა არ ტოვებს და ყოველთვის დიდი სიამაყით აღნიშნავს.

სკოლის ადმინისტრაციამ, დირექტორის - მამუკა მესხიშვილის ხელმძღვანელობით, პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად, სამახსოვრო ვიდეორგოლით მიულოცა.

დირექტორმა მასწავლებლების მონდომება, საქმისადმი პასუხისგმებლობა, სიყვარული, რომელსაც ისინი მუშაობისას ავლენენ საუკეთესო სიტყვებით შეაფასა და მომავალში კიდევ ბევრი წარმატება უსურვა.

აღსანიშნავია, რომ ის სკოლის თითოეული მასწავლებლით ამაყობს და მათ მადლობას უხდის.

„გილოცავთ მასწავლებლებო! სკოლა ამაყობს საუკეთესო პედაგოგიური გუნდით. მადლობა თქვენ ერთგულებისთვის!“, - ამბობს სკოლის ხელმძღვანელი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერი, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე მასწავლებლის ეროვნულ დღედ გამოცხადდა. 

იხილეთ ვიდეორგოლი:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203