„ლომის წერილი თაგვს“ - ქართულ-ევროპული სკოლის „ორნატის“ მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
27-10-2023

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მოსწავლეები, კომპლექსურ დავალებებზე დიდი ინტერესით, ხალისითა და შემართებით მუშაობენ. 

ამჯერად, მე-2 კლასის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების პრეზენტაცია - „ლომის წერილი თაგვს“, როლური თამაშებითა და იმიტირებული დადგმებით, წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა წარმოდგენა იაკობ გოგებაშვილის იგავის - „თაგვი და ლომის“, მიხედვით დადგეს.

კლასში გაშუქებული ანიმაცია, ლომის ფორმაში გამოწყობილი მოსწავლე, საინტერესო პრეზენტაციები, მრავალფეროვანი წარმოდგენები და შთაბეჭდილებებით აღსავსე მოსწავლეები - დავალება, რომელიც მოსწავლეებისთვის, იაკობ გოგებაშვილის იგავში მოგზაურობას ჰგავდა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალებები არამარტო გაკვეთილის შემადგენელი ნაწილია, არამედ თავგადასავლებით სავსე სამყაროა, რომელშიც ისინი კრეატიული იდეებითა და შემოქმედებითი აქტივობებით ეშვებიან. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203