
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ბადრი ბოჭორიშვილმა კუნგ-ფუ-ში, კავკასიის ღია პირველობაზე წარმატებით იასპარეზა.
დაძაბული ბრძოლის მიუხედავად, ბადრიმ საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინა, მეორე საპრიზო ადგილიც მოიპოვა და კავკასიის ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრი 21-23 ოქტომბერს, სომხეთში, ერევანში გაიმართა.
ბადრის მწვრთნელი ოლეგ ფანჩულიძე გახლავთ.
სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ. მისი შედეგით განსაკუთრებით ამაყობს დამრიგებელი ცირა კუბლაშვილი, მიღწეულს ულოცავს და საყვარელ საქმეში განვითარებას უსურვებს.
იხილეთ ფოტო: