
ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეებისთვის ასეთი ტიპის დავალებები შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევია, ამიტომ ხალისით ასრულებენ, რაც მათ ცოდნის ხარისხზე დადებითად აისახება. პედაგოგები კი მოწაფეებს მრავალფეროვნებით ანებივრებენ.
ამჯერად, ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - სოფიკო აბესაძის ხელმძღვანელობით, მე-5 კლასში მორიგი საინტერესო კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გაიმართა.
კომპლექსური დავალების თემა გახლდათ - „ტომ სოიერის თავგადასავალი“.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნაშრომები და აუდიტორიის წინაშე წარდგნენ შთამბეჭდავი პრეზენტაციით. ნაწარმოების გმირების როლები და სურვილისამებრ, პერსონაჟთა სახასიათო ჩაცმულობაც (ტომი,დეიდა პოლი და ტომის სატრფო) მოირგეს.
იხილეთ ფოტოები: