„ანბანის შემობრძანება“ - ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ პირველკლასელთა მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი
27-10-2023

ზესტაფონის ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატისპირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

სკოლის პედაგოგმა, ირმა ჭიჭინაძემ ბავშვებს საანბანო პერიოდის დაწყება დღესასწაულად უქცია და მათ მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი შესთავაზა.

ბავშვები ახალ ასო-ბგერებს დიდი ინტერესით, ყურადღებით აკვირდებოდნენ და მათ მოხაზულობას იმახსოვრებდნენ.

ბავშვებმა თავადაც სცადეს ასო-ბგერების დაწერა, რასაც თავი კარგად გაართვეს.

აღნიშნულ აქტივობებში პირველკლასელები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და სასწავლო განწყობის შექმნას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203