მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში მასწავლებლის როლი და შრომა, რომელსაც ისინი მოსწავლეთა განათლებაში დებენ დაფასებულია.
სწორედ ამიტომ, სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.
მოსწავლეებმა პროფესიული დღე სკოლისა და სრულიად საქართველოს მასწავლებელთა კორპუსს დიდი სიყვარულით მიულოცეს.
ბავშვებმა მასწავლებლების ღვაწლი აღნიშნეს და ამ პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს იმ შრომისთვის, რომელსაც მათ განათლებაში დებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერი, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე მასწავლებლის ეროვნულ დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები: