„დედა ენა“ ეს არის წიგნი, ბურჯი ეროვნებისა“ - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში
27-10-2023

დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება. 

მე-2 კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის - ლალი პაპიტაშვილის ხელმძღვანელობით, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით შექმნილი მრავალფეროვანი ნახატები სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე კალიგრაფიაში კონკურსიც მოეწყო, სადაც ბავშვებმა თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

მოსწავლეებმა ასევე ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და მწერლის მოთხრობებიდან პერსონაჟები გააცოცხლეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებამ - „დედა ენა“ ეს არის წიგნი, ბურჯი ეროვნებისა“, საინტერესო, ხალისიან ვითარებაში ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203