
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ სწავლება მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო პროცესად აქციონ.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში აქტიურად იგეგმება მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული გაკვეთილები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ხალისითა და შემართებით ერთვებიან.
ამჯერად, მე-2 კლასში შემოდგომას, ქართული ენისა და ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი მიეძღვნა.
გაკვეთილი გაჯერებული იყო სხვადსხვა მრავალფეროვანი აქტივობით, სადაც მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებითი თუ ინტელექტუალური უნარები წარმოაჩინეს.
გაკვეთილი ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, იყო პროდუქტიული, შედეგზე ორიენტირებული და დასამახსოვრებელი.
იხილეთ ფოტოები: