ზემო ქედის N2 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლე გიორგი ქენქაძე izrune.ge-ს დიპლომით საზეიმოდ დაჯილდოვდა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N2 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლე გიორგი ქენქაძე izrune.ge-ს ტესტებს დიდი მონდომებით ასრულებს. ის ნიჭიერი, განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული მოსწავლეა. გიორგი ქენქაძეს
izrune.ge-ს დიპლომი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გამართულ „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატზე „ეტალონის“ პროექტების ავტორმა და უცვლელმა წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა პირადად გადასცა.
შეგახსენებთ, რომ
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო: