
ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაზე IV კლასის მოსწავლეებმა და მათმა საყვარელმა დამრიგებელმა - ლანა კილაძემ მწერლის ცხოვრების შესახებ საინტერესო ინფორმაციები წარადგინეს.
ბავშვებმა მოძიებული ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.
ბავშვებმა გაიხსენეს მწერლის, დიდი ქართველი პედაგოგისა და „დედაენის“ ავტორის შემოქმედება.
„მოსწავლეებმა ლამაზი ლექსებით, სიტყვებითა და სიმღერით მის ხსოვნას პატივი მიაგეს“, - გვიყვებიან სკოლაში.
აქტივობაში მეოთხეკლასელები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო გაკვეთილები ტარდება.
იხილეთ ფოტოები: