
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს ყოველთვის ეძლევათ შესაძლებლობა თავიანთი მხატვრული უნარები წარმოაჩინონ. ამჯერად, ისინი, თავიანთი მრავალფეროვანი ნამუშევრებით, ჩოხატაურის მუზეუმში სამხატრო გამოფენაზე წარდგნენ და მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
მოსწავლეებმა, თავიან წარმოსახვები, ფანტაზიები და შთაბეჭდილებები ფერწერული ნამუშევრებით, ფერთა გამითა და ინდივიდუალური მხატვრული სტილით გამოსახეს.
სკოლაში, გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ხელშეწყობა - წარმოაჩინონ თავიანთი ტალანტი და მათ, ამ უნარების გაუმჯობესებაში ხელი შეუწყონ.
იხილეთ ფოტო: