ხაშურის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეები დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ
27-10-2023
შოთა რუსთაველის სახელობის ხაშურის N9 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მათ საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის IXა და IXბ კლასის მოსწავლეები დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობის ხელმძღვანელი პედაგოგი ნანი კაპანაძე გახლდათ. ინიციატივის მხარდამჭერები და ორგანიზატორები კი - ირა ზაზიკაშვილი და თამუნა ლომსაძე.
მოსწავლეებმა საგამოფენო სივრცეში გამოფენილი ხელოვან ხათუნა ჩიტაძის ტილოები, შემდგომ კი მუზეუმი დაათვალიერეს.
„მუზეუმის თანამშრომლის მეშვეობით მოსწავლეები გაეცნენ დიმიტრი ყიფიანის სამშობლოს უანგარო მსახურების მაგალითებსა და იმ მემორიალურ ნივთებს, რომელიც მის ცხოვრებას უკავშირდება“ , - გვიყვებიან სკოლაში.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნანი კაპანაძის ხელმძღვანელობით, მუზეუმის სივრცეში გასვლითი გაკვეთილი ჩატარდა, რომელიც აკაკი წერეთლის ლექსს - „განთიადი“ მიეძღვნა.
ბავშვები ასევე, როგორც გვიყვებიან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლეების ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ, რომელიც მუზეუმში სტუმრობისას განახორციელეს.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“