ხელვაჩაურის N1 სკოლის V კლასის მოსწავლე თაზო მაკარაძეს izrune.ge-ს დიპლომი გოჩა ტყეშელაშვილმა პირადად გადასცა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლე თაზო მაკარაძე izrune.ge-ს ტესტებს დიდი მონდომებით ასრულებს.
ის ნიჭიერი, განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული მოსწავლეა.
თაზო მაკარაძეს
izrune.ge-ს დიპლომი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გამართულ „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატზე „ეტალონის“ პროექტების ავტორმა და უცვლელმა წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა პირადად გადასცა.
შეგახსენებთ, რომ
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები: