ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის ორი მოსწავლე izrune.ge-ს დიპლომებით გოჩა ტყეშელაშვილმა საზეიმოდ დააჯილდოვა 
27-10-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის ნიჭიერი, მიზანდასახული და აქტიური მოსწავლეები ჰყავს.

მათ შორის არიან, მე-4 კლასის მოსწავლეები ვიკა ქედელიძე და დათა ბოლქვაძე, რომლებიც izrune.ge-ს ტესტებს დიდი ინტერესითა და მონდომებით ასრულებენ. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი გაიმართა, სადაც მათ izrune.ge-ს დიპლომები „ეტალონის“ პროექტების ავტორმა და უცვლელმა წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა პირადად გადასცა. მოსწავლეებმა ძალიან გაიხარეს, სკოლაში კი მათი მიღწევით ამაყობენ და ულოცავენ. 

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203