კურზუს საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლე მარიამ ნაჭყებიას izrune.ge-ს დიპლომი საზეიმოდ გადაეცა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლე მარიამ ნაჭყებია izrune.ge-ს ტესტებს დიდი მონდომებით ასრულებს. ის ნიჭიერი, განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული მოსწავლეა. მარიამ ნაჭყებიას
izrune.ge-ს დიპლომი მარტვილის მუნიციპალიტეტში გამართულ „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატზე „ეტალონის“ პროექტების ავტორმა და უცვლელმა წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა პირადად გადასცა.
შეგახსენებთ, რომ
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო: