შავღელეს საჯარო სკოლის მეორეკლასელთა მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
27-10-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში მასწავლებლის ღვაწლი და მოსწავლეების ცოდნაში ჩადებული შრომა დაფასებულია.

სწორედ ამიტომ, სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღეს ღონისძიება მიეძღვნა, რომელსაც მე-2 კლასის დამრიგებელი ზაირა ბოლქვაძე ხელმძღვანელობდა.

ღონისძიებაზე მე-2 კლასის მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, სიმღერები შეასრულეს, მისალოცი ბარათები დაამზადეს და ასე მიულოცეს პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღე.

ბავშვებმა მისალოც ბარათებში პედაგოგები დაახასიათეს, მათი შრომა, ღვაწლი აღნიშნეს და დააფასეს.

აქტივობაში მეორეკლასელები მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერი, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე მასწავლებლის ეროვნულ დღედ გამოცხადდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203