„სწავლა კეთებით“ - შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოსტერები შექმნეს
27-10-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ.

სწორედ ამიტომ, პედაგოგები „სწავლა კეთებით“ მეთოდს მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ და საგაკვეთილო პროცესში აქტიურად იყენებენ.

ამჯერად, ამ მეთოდის დახმარებით, ბავშვებმა ინგლისურის გაკვეთილზე, პედაგოგ ზაირა ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, თემაზე - shapes პოსტერები შექმნეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ „სწავლა კეთებით“ პრაქტიკული აქტივობებით გაჯერებული თამაშით სწავლების მეთოდია, რომელიც მოსწავლეებში მოტივაციას ზრდის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203