ბაღდათის N1 სკოლის მუსიკის პედაგოგმა და კომპოზიტორმა - ნუკრი კარკაძემ, კოლეგებს პროფესიული დღე შემოქმედებით მიულოცა
27-10-2023

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის წარმატებულ და გამორჩეულ პედაგოგებს შორისაა, მუსიკის მასწავლებელი და კომპოზიტორი - ნუკრი კარკაძე, რომელმაც კოლეგებისთვის მასწავლებლის ეროვნული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად აქცია.​

პედაგოგმა, 2 არაჩვეულებრივი სიმღერა შექმნა მასწავლებელზე, რომლის პრემიერაც, მასწავლებლების ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე, ბაღდათის ცენტრში შედგა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საოცრად შთამბეჭდავი იყო ტაძრის ფონზე თეთრ სამოსში გამოწყობილი გოგო-ბიჭები. ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერა - „ჩემო პირველო  მასწავლებელო“,  როკითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი - სიმღერა „მასწავლებელი სხვა სიმაღლეა“. 

ბავშვებმა სიმღერის ბოლოს ციმციმა, მანათობელი ბუშტები აუშვეს ცაში და გაატანეს თავიანთი სურვილები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება დირექტორმა - მერაბ ფურცელაძემ გახსნა. მან სამადლობელი სიგელები გადასცა წარმატებულ მასწავლებლებს: ნუკრი კარკაძეს, ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში წარმატებით მონაწილეობისათვის და ნინო ზირაქაძეს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ჩატარებულ კონფერენციებსა და კონკურსებში მიღწეული წარმატებისთვის.

ღონისძიება მისალოცი სიტყვით დაასრულა საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა - ნინო მშვილდაძემ.

„განსაკუთრებული საღამო ჰქონდა ბაღდათს!“ - ასე აფასებენ სკოლაში, მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას და დაუვიწყარ დღესასწაულს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203