გაცოცხლებული პოეზია და ხელოვანთა ფოტოგალერეა - საინტერესო გაკვეთილი იხტილის საჯარო სკოლაში
27-10-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში, საინტერესო და მოსწავლეთა სურვილებს მორგებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებს, მრავალფეროვან, შემოქმედებით უნარებზე ორიენტირებულ და მათივე ინტერესებზე მორგებულ გაკვეთილებს სთავაზობენ. 

ამჯერად,  მე-10 კლასში, საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა, სადაც მოსწავლეები სომეხი პოეტების შემოქმედებას გაეცნენ, მათზე მრავალფეროვანი პრეზენტაცია მოამზადეს და თვალსაჩინოებისთვის  ფოტოგალერეა შექმნეს, რომლითაც საკლასო ოთახი გააფორმეს. 

საგაკვეთილო პროცესს კი, სომხურ ენის და ლიტერატურის მასწავლებელი - ვანუი მალხასიანი ხელმძღვანელობდა. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მოსწავლეებში ლიტერატურისა და პოეზიისადმი სიყვარულის დანერგვა, მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და კრეატიული აზროვნების განვითარება. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203