თბილისის N129 სკოლის მოსწავლე თამარ ხითარიძე ინგლისურენოვან პროექტში მიღწეული წარმატებისთვის უმაღლესი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა
27-10-2023

თბილისის N129 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და წარჩინებული მოსწავლე ჰყავს, რომლებიც წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტსა თუ ჩემპიონატში, მათ შორისაა თამარ ხითარიძე

თამარი, ზაფხულში მონაწილეობდა ამერიკის საელჩოს ეგიდით ჩატარებულ პროექტში სახელწოდებით - „საზაფხულო გამოწვევა კითხვაში“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თამარს, უნდა წაეკითხა სამი ინგლისურენოვანი წიგნი და მათი მოკლე შინაარსი, წაკითხული წიგნების გვერდების ჯამურ რაოდენობასთან ერთად, გადაეგზავნა, რომელთაგან თავად აარჩევდა ერთ-ერთს. 

აღსანიშნავია, რომ გამორჩეული ნაშრომი სამი დონის დიპლომით: ვერცხლის, ოქროს და პლატინიუმის ხარისხით ჯილდოვდებოდა. 

თამარმა კი, ყველაზე მაღალი ხარისხის - პლატინიუმის დიპლომი დაიმსახურა. 

აღსანიშნავია, რომ თამარის ინგლისური ენის პედაგოგი - თამარ ხუნდაძე გახლავთ. 

სკოლაში, მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ. 

„თბილისის N129 საჯარო სკოლა საჯაროდ ულოცავს, ჩვენს საამაყო გოგონას - თამარ ხითარიძეს, ამ დიდი წარმატებას... გილოცავთ! და კიდევ მრავალი წარმატება მოგველოცოს“ - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203