ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნულ დღესა და იაკობ გოგებაშვილის იუბილეს ღონისძიება მიეძღვნა
27-10-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავენ. 

ამჯერად, სკოლაში მასწავლებლის ეროვნული და იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო დღესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები თეონა დეკანაძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ხალისითა და სიყვარულით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს, ეს მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცეს და პატივისცემა დაუდასტურეს. გარდა ამისა, იაკობ გოგებაშვილის შესახებ ისაუბრეს, სხვადასხვა ნომერი წარადგინეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 
 
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ, როგორც დაწყებითი კლასების კათედრა, ასევე მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:













 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203