ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგნობრივ ოლიმპიადებში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები დაიმსახურეს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლას ნიჭიერი, მიზანდასახული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადაში მონდომებით ერთვებიან. მე-5, მე-6 და მე-8 კლასების მოსწავლეები „კინგსის“ ოლიმპიადებში მონაწილეობდნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სერტიფიკატები დაიმსახურეს.
სასკოლო საზოგადოება მათი მიღწევით ამაყობს, სკოლის ეზოში დირექციამ მოსწავლეებს მიულოცა და მომავალი წარმატებებისკენ გზა დაულოცა.
„ვულოცავთ, ბავშვებს დიდი სიხარულით და ვამაყობთ, რომ გვყავს ასეთი ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოსწავლეები.
წინ ახალი შესაძლებლობისკენ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: