„გამოიცანი გამოცანა“ - ვანზომლეთის საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში საინტერესო კონკურსი ჩატარდა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები სასწავლო პროცესის გასამრავალფეროვნებლად სხვადასხვა აქტივობას ახორციელებენ.
ამჯერად, დაწყებით კლასებში, საგნებში - ქართული და და მუსიკა კონკურსი - „გამოიცანი გამოცანა“ მოეწყო. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მათ გამოცანები სხვადასხვა მოსმენილი ხმით, ფოტოებითა და სიმღერებით გამოიცნეს. აქტივობა სახალისო და საინტერესო იყო. მოსწავლეები კი სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: