Fake News in Social Media - ქუთაისის N40 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ჟურნალისტური კვლევის პრეზენტაცია გამართეს
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ.
როგორც სკოლაში ამბობენ, ისინი მედიაწიგნიერების პროექტში აქტიურად არიან ჩართული. ამჯერად კი, მე-6გ კლასის მოსწავლეებმა, ამავე პროექტის ფარგლებში, ჟურნალისტური კვლევა - Fake News in Social Media წარადგინეს.
მოსწავლეებმა პრეზენტაციები არასწორად გავრცელებულ ფაქტებზე გამართეს და მცდარი ფაქტების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ PowerPoint-ისა და პლაკატების სახით იყო წარმოდგენილი.
აქტივობას კათედრის ხელმძღვანელი - ირმა შავგულიძე და ინფორმაციული მენეჯერი - მარი ივანიძე ესწრებოდნენ.
მოსწავლეთა ინგლისური ენის მასწავლებელი სალომე საგანელიძე, ხოლო დამრიგებელი შორენა კოხრეიძე არიან, რომლებიც მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს ხშირად სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები: