იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, დაჯილდოვდნენ. მათ ლეპტოპები საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის გადაეცათ. სკოლაში დაჯილდოების ცერემონია, ჩვეულებისამებრ, გრანდიოზულად წარიმართა.
მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - მაია ქციტიშვილი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე. მიწვეულმა სტუმრებმა მოსწავლეებს განათლების სამინისტროს დაწესებული ჯილდო პირადად გადასცეს.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ხარობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს დამსახურებულ საჩუქარს“,- აღნიშნავენ სკოლაში.