ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მედიაწიგნიერების დღესთან დაკავშირებით, ვიქტორინა ითამაშეს
მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების დღე აღნიშნა.
ამასთან დაკავშირებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა მედიაწიგნიერებაში საკუთარი უნარები ვიქტორინაში - „გახდი მედიაწიგნიერი“ მონაწილეობით გამოსცადეს. მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - ნონა მაჭარაშვილმა სიგელები გადასცა.
„მედიაწიგნიერება გვასწავლის ვიფიქროთ კრიტიკულად, გვეხმარება ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის გარჩევაში; გვეხმარება გავიგოთ ავტორის ჩანაფიქრები; გვასწავლის თავად როგორ შევქმნათ პასუხუსმგებლიანად მედიაკონტენტი“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხიელთ ფოტოები: