სარუსოს საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას არაერთი სახალისო და საინტერესო აქტივობა მიეძღვნა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა იმართება.
სკოლაში 23, 24, 25 ოქტომბრის სასწავლო დღეები სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლებას მიეძღვნა. მასწავლებლებმა - ლალი კოჭლამაზაშვილმა, თეონა ვარაზაშვილმა და მაკა მანძულმაშვილმა VI, VII, VIII, IX კლასებში არაერთი სახალისო და საინტერესო აქტივობა დაგეგმეს და განახორციელეს.
კერძოდ, მედიაწიგნიერების გაკვეთილები ჩაატარეს, მოსწავლეებს ფილმები და საინტერესო ვიდეორგოლები აჩვენეს. მედიაწიგნიერების გაკვეთილები ჩატარდა ინგლისურ ენაზეც, პედაგოგის - მაკა მანძულაშვილის თაოსნობით. მოსწავლეებმა კი ინგლისურენოვანი პოსტერიც მოამზადეს.
გარდა ამისა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - თეონა ვარაზაშვილმა მედიაწიგნიერების თემატიკაზე პრეზენტაცია მოაწყო და მოსწავლეებს კედლის გაზეთი დაამზაადებინა.
ასევე, მათემატიკის მასწავლებელმა ლალი კოჭლამაზაშვილმა ჩაატარა ტურნირი, სადაც მოსწავლეებმა მის მიერვე ჩატარებულ მედიაწიგნიერების გაკვეთლებზე მიღებული ცოდნა გამოავლინეს.
იხილეთ ფოტოები: