ჟებოტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ციფრული უნარების წარმოჩენისთვის სერტიფიკატები დაიმსახურეს
27-10-2023
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლას ნიჭიერი, შრომისმოყვარე და აქტიური მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა ღონისძიებასა თუ კონკურსში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, მეორე-მეექვსე კლასის მოსწავლეები „კოდორგის“ კვირეულს გამოეხმაურენ. მათ პროგრამაში - Code.org სხვადასხვა აქტივობა შეასრულეს და სერტიფიკატებიც მიიღეს. მათი პედაგოგი ნანა ლომაძე ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნაც გაიღრმავეს.
სკოლაში კი მათ განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.