გვარას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს
27-10-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება მასწავლებლების ღვაწლსა და შრომას აფასებს.
ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე უდიდესი სიყვარულით აღინიშნა. ეს მნიშვნელოვანი თარიღი უსაყვარლეს პედაგოგებს მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა მიულოცეს და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს. აქტივობას კლასების დამრიგებლები - ჯეირან წულუკიძე და მერი ლაზიშვილი უძღვებოდნენ.
პატარა მოსწავლეებმა მასწავლებლებს ეს დღე გაუფერადეს და კიდევ უფრო საზეიმოდ განაწყვეს.
„სკოლის მასწავლებელი ყველა ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სულაც არაა გადაჭარბებული სიტყვები - „ქვეყნად არც ერთი ბრძენი არ იყო მასწავლებელი არა ჰყოლოდა“. მასწავლებლის შეუპოვრობისა და ყოველდღიური მუშაობის წყალობით, მოსწავლეები სკოლიდან იძენენ ცოდნას სამყაროს შემეცნებისკენ, საკუთარი ნიჭის აღმოჩენისა და განვითარებისკენ. ყველაზე ლამაზი და გულწრფელი იყო მოლოცვა, რომელიც გვარას საჯარო სკოლის მე-3 (დამრიგებელი ჯეირან წულუკიძე) და მე-4 (დამრიგებელი მერი ლაზიშვილი) კლასის მოსწავლეებმა მოუმზადეს საყვარელ მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს. თანამედროვე სამყაროს 160 ქვეყანაში ზეიმობენ მასწავლებლის დღეს. ჩვენ, ქართველ მასწავლებლებს ეს დღე ბატონმა მინისტრმა გაგვიორმაგა, დიდი ქართველი პედაგოგისა და სახელმწიფო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე ქართველ მასწავლებელთა დღედ გამოაცხადა. სწორედ ეს დღე გაგვილამაზეს ჩვენმა მერცხლებმა თავიანთი მრავალმხრივი შემოქმედებით. უღრმესი მადლობა მათ ამ დიდი სიხარულისა და ბედნიერების მონიჭებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“