ძველი ქანდის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს
27-10-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქანდის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება მასწავლებლების ღვაწლსა და მომავალი თაობის განვითარების საქმეში მათ როლს ძალიან აფასებენ. 

ამის დასტურია ისიც, რომ მასწავლებლის დღე სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა. V კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის ხათუნა ივანიძის ხელმძღვანელობით, ეს მნიშვნელოვანი დღე საყვარელ პედაგოგებს მიულოცეს. ისინი ამ თარიღისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. მათ თემატური პოსტერი დაამზადეს და თითოეულ მასწავლებელს მადლობა გადაუხადეს. 

აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა ეს დღე პედაგოგებს გაულამაზეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203