„ანბანეთში მოგზაურობა“- ზემო თხილნარის საჯარო სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად, პატარა მოსწავლეებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეს. ამასთან დაკავშირებით, ღონისძიება - „ანბანეთში მოგზაურობა“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები პედაგოგ გულნარა ნაკაშიძის ხელმძღვანელობით, უდიდესი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ გარემო სადღესასწაულოდ - იისფერი და თეთრი ბუშტებით იყო მორთული, ასევეე იისფერებში იყვნენ გამოწყობილი მოსწავლეებიც. მათ მხიარული აქტივობები შეასრულეს და ანბანის სწავლას მონდომებით შეუდგნენ.
„ბავშვები ხალისით და სიყვარულით შეხვდნენ ანბანს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: