წყალტუბოს N1 სკოლის მე-7 კლასელები მედიაწიგნიერების კვირეულს საინტერესო აქტივობებით შეუერთდნენ
27-10-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა მედიაწიგნიერების კვირეულს აქტიურად შეუერთდა.

აღნიშნულ კვირეულს მე-7 კლასში გაკვეთილი მიეძღვნა. როგორც სკოლაში ამბობენ, მედიაწიგნიერება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. გაკვეთილი კი ჩვენს ცხოვრებაში რეკლამის გავლენის განხილვას დაეთმო. ისაუბრეს, როგორ გამოიყენება თითოეული ადამიანის ინტერესი რეკლამირებისთვის. ყურადღება გამახვილდა იმაზეც, როგორ შეიძლება პერსონალური ინფორმაციის გაზირებისა და სოციალური ქსელიდან არასასურველი რეკლამებისთვის თავიდან აცილება. 

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა აპლიკაცია canva.com-ის გამოყენებით, მოკლე ვიდეორგოლი დაამზადეს. მათ რამდენიმე პროდუქტს რეკლამა გაუკეთეს და განიხილეს, რა გავლენა ჰქონდა თითოეულ სლოგანს თანაკლასელებზე.

გაკვეთილის ბოლოს, შეჯამების სახით, აპლიკაცია kahoot.it-ის გამოყენებით, მოსწავლეების ორი ჯგუფი შეეცადა გამოეცნო რეალური და არარეალური ფოტოები ინტერნეტიდან.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203