„ფიზიკური და ქიმიური მოვლენები“- წყალტუბოს N1 სკოლის მერვეკლასელთა საინტერესო კომპლექსური დავალება
27-10-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს აქტიურად ასრულებენ.
ამჯერად, კომპლექსური დავალების მეორე ეტაპი, ქიმიის გაკვეთილზე, VIIIა, VIIIბ და VIIIგ კლასებში განხორციელდა. მისი თემა „ფიზიკური და ქიმიური მოვლენები“ იყო. მოსწავლეებმა ამონიუმის ბიქრომატის დაწვით, რკინისა და ალუმინის ფხვნილის ერთმანეთისგან დაშორებით და კიდევ სხვა მარტივი მაგალითებით ფიზიკურ და ქიმიურ მოვლენებს შორის განსხვავება გააცნობიერეს.
აქტივობების მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე უდიდესი ინტერესით ჩაერთო, მათ ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ მათ განვითარებაზე კლასის ხელმძღვანელები - თეა ბობოხიძე, თათია ივანეიშვილი, ლალი სამნიაშვილი და ქიმიის მასწავლებელი თათია ივანეიშვილი აქტიურად ზრუნავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“