„დაილოცოს დედაენის შემოქმედი“- ციხისძირის საჯარო სკოლის მე-3 კლასში იაკობ გოგებაშვილის იუბილე აღინიშნა
27-10-2023
ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
ისინი აღსაზრდელებს საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, მე-3ბ კლასში იაკობ გოგებაშვილის იუბილის აღსანიშნავად, ღონისძიება - „იაკობობა“ გაიმართა, რომლის თემაც იყო „დაილოცოს დედაენის შემოქმედი“.
მოსწავლეები აქტივობებში დამრიგებელ ნარგიზ ხახუტაიშვილის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ დიდი ქართველი მოღვაწის შესახებ ისაუბრეს, სხვადასხვა ნომერი წარადგინეს და ცოდნა გაიღრმავეს.
აღსანიშნავია, რომ გარემოც არაჩვეულებრივად იყო მორთული, რაც მოსწავლეთა განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203