თელავის №7 საჯარო სკოლის გუნდმა კლასიკური მუსიკის ფესტივალ-კონკურსში გაიმარჯვა
15-05-2018
თელავის №7 საჯარო სკოლის გუნდმა მაია შალიკაშვილის ხელმძღვანელობით ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის XI რესპუბლიკურ ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობა მიიღო.
ფესტივალის სახელი გახლდათ „იპოვე შენი ვარსკვლავი“, სადაც გუნდმა წარმატებას მიაღწია.
კერძოდ, თელავის №7 საჯარო სკოლის გუნდი პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მედლითა და შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდა.
დირექცია მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავს და მეტ წარმატებას უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს