მუსხის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი ჩატარდა
27-10-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ტური გაიმართა. მას მაია ჯინჭველაძე ხელმძღვანელობდა. მოსწავლეები შეჯიბრის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და საბოლოოდ, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ. 


გამარჯვებული გუნდები არიან: V კლასის, Vlll კლასისა და Xl კლასის მოსწავლეთა გუნდები. 

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრი საინტერესოდ და წარმატებით წარიმართა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203