ბუკისციხის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
27-10-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლის ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ტური გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და საბოლოოდ, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ.
აღსანიშნავია, რომ მთლიანად შეჯიბრში 7 გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებულები კი დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
„ძალიან სახალისო და საინტერესო იყო თამაშის მსვლელობა, გამოვლინდნენ ღირსეული გამარჯვებული გუნდები“,- გვეუბნებიან სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203