„სამაგალითო ლიდერი ბრძანდებით“- ჯიხანჯურის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ ნდობა არსებულ დირექტორს - მიხეილ ხალვაშს გამოუცხადა
ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა.
სამეურვეო საბჭომ სკოლის ხელმძღვანელად არსებული დირექტორი მიხეილ ხალვაში აირჩია.
კოლეგა მასწავლებლები დირექტორს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ, წარმატებას უსურვებენ და ამბობენ, რომ მიხეილ ხალვაში სამაგალითო ლიდერია.
„ბატონო მიხეილ, ჯიხანჯურის საჯარო სკოლის კოლექტივი დიდი პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით გილოცავთ სამეურვეო საბჭოს მიერ გაკეთებულ კიდევ ერთ წარმატებულ არჩევანს. ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო და სამაგალითო ლიდერი ბრძანდებით, თქვენი შრომისმოყვარეობითა და კეთილშობილებით, რადგან დღემდე ხართ გამორჩეული და ყურადღებიანი მეუღლე, მამა, დირექტორი, ლიდერი, მრჩეველი და პასუხისმგებლიანი პიროვნება, ვინც თაობების სიყვარული, პატივისცემა და დიდი სიმპათიები დაიმსახურეთ. გილოცავთ და გლოცავთ მრავალჟამიერ!“,- ამბობენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
სამეურვეო საბჭო კი შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან.
იხილეთ ფოტოები: