გორელოვკის N3 სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მედიაწიგნიერების დღე საინტერესოდ აღნიშნეს
27-10-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, დაწყებითი საფეხური მოსწავლეებმა მედიაწიგნიერების დღე აღნიშნეს. მათ შემეცნებითი ვიდეო - „მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება“ და ანიმაცია - „წითელი ფეხსაცმელი და შვიდი ჯუჯა“ ნახეს. გარდა ამისა, მოეწყო დისკუსია, შეადგინეს და განიხილეს სიტუაციური ამოცანები, გაითამაშეს როლური თამაში - „ჟურნალისტი“. მათ მსმელებს ინფორმაცია გააცნეს და უთხრეს, როგორ უნდა ამოიცნონ ინფორმაცია მართალია თუ მცდარი. აქტივობის ფარგლებში, მათ თემატური პოსტერიც დაამზადეს. 

მოსწავლეები აქტივობებში უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა გაიღრმავეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203